პროფ. ექიმი Ahmet ÖBER

პროფ. ექიმი
Ahmet ÖBER

რადიოლოგია / რადიაციული ონკოლოგია / ონკოლოგია

სამუშაო
ადგილები
  • გაირეთთეფეს ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფო Cemil Aslan Güder Sok. No: 8 Gayrettepe - İstanbul რუკაზე ჩვენება
  • ნახევარგანაკვეთი, არასამუშაო საათები, კონსულტაცია

პროფ. დოქტ. აჰმეთ ობერი დაიბადა 1951 წელს. 1976 წელს დაასრულა ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტი. 1981 წელს გახდა რადიაციული ონკოლოგიის სპეციალისტი, 1984 წელს ასისტენტი, 1985 წელს-დოცენტი, ხოლო 1992 წელს კი-პროფესორი. მოგვიანებით, გაემგზავრა ლონდონში, 1 წლით, სადაც კვალიფიკაცია აიმაღლა როიალ მარსდენის საავადმყოფოში. ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ, აკადემიური ცხოვრება განაგრძო ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტის რადიაციული ონკოლოგიის განყოფილებაში. 

2008 წელს, საკუთარი სურვილით, პენსიაზე გავიდა.  სხვადასხვა დროს იყო ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტის ხელმძღვანელი, ეთიკის საბჭოს წევრი, ფონდის მმართველთა საბჭოს, კიბოს ცენტრის, თურქეთის რადიაციული ონკოლოგიის ასოციაციის მმართველთა საბჭოს, თურქეთის სამეცნიერო-კვლევითი აკადემიის  კიბოს მიმართულების სამუშაო ჯგუფის გამგეობის, თურქეთის კიბოსთან ბრძოლის ასოციაციის წევრი და თურქეთის რადიაციული ონკოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე, აგრეთვე, იტალიურ საავადმყოფოში უჭირავს კოორდინატორის თანამდებობა. 

ამჟამად, ძირითადად, პაციენტებს უწევს კონსულტაციას. პროფ. დოქტ. აჰმეთ ობერი გახლავთ უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. 1998 წლიდან მოყოლებული, მისი ინიციატივით, დაინერგა მუდმივი საგანმანათლებლო სემინარები, მკერდის კიბოს თემაზე. 

    • დაბადების თარიღი 7.04.1951
    • ენების ცოდნა Tr, Eng
  • ვიდეოები
  • Haberler
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.