ჩვილ ბავშვსა და ბაბუას შორის - სიცოცხლის ურთიერთგაცვლა

ჩვილ ბავშვსა და ბაბუას შორის - სიცოცხლის ურთიერთგაცვლა

სრულიად უცნობმა ოჯახებმა, 8 თვის ნაზისა და 70 წლის კონსტანტინ იფსეფთელის ოჯახებმა, ერთმანეთს გაუცვალეს ღვიძლი გადანერგვის მიზნით.

2012 წელს დაბადებულ ნაზის სიყვითლე აღენიშნებოდა, რომელმაც არ გადაურა. ორი თვის ასაკში მას ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევები, რომლებმაც აჩვენა მას არ ჰქონდა თანდაყოლილი ნაღვლის ბუშტის სადინარი. ბავშვს ჰქონდა თანდაყოლილი ატრეზია. ქირურგიული ჩარევით მოხდა ნაღვლის ბუშტის სადინარის ნაწლავში გადაყვანა. აღნიშნული ოპერაცია მხოლოდ დროის მოგების მიზნით იყო შედეგიანი, იგი ბავშვს სიცოცხლეს ვერ შეუნარჩუნებდა. ასეც მოხდა, ძალიან მოკლე პერიოდში განვითარდა ცეროზი. გოგონას გადასარჩენად ერთადერთი შანსი გახლდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია. ბავშვის დედა სონგულ ქარაიანიქი სისხლის ჯგუფის მიხედვით თავსებადი იყო, მაგრამ მისი ღვიძლი ზომით ძალიან დიდი გახლდათ პატარა ჩვილისათის. დედამ ორ თვეში დაიკლო 10 კილო. მიუხედავად ამისა ღვიძლი მაინც არ იყო საკმარისად პატარა. ამის შემდეგ ოჯახმა მიმართა ორგანოს ტრანსპლანტაციის ცენტრს შიშლის ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფოში და ჩაეწერნენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის სიაში, ისინი ელოდებოდნენ დონორი ორგანოს გამოჩენას. 

იმავდროულად, 70 წლის კოსტანტინ იფსეფთელი, რომელსაც B ჰეპატიტის შედეგად აწუხებდა ღვიძლის უკმარისობა და განუვითარდა ცეროზი, ემზადებოდა ღვიძლის ტრანსპლანტაციისათვის. ის მთელი წელიწადი ელოდებოდა მისთვის შესაფერის ღვიძლს, რომელიც არ გამოჩნდა. კოსტანტინ იფსეფთელის ვაჟი, 29 წლის  ფსიქოთერაპევტი მაკი იფსეფთელი, სისხლის ჯგუფის მიხედვით თავსებადი გახლდათ მამასთან. მაგრამ ღვიძლის მარცხენა ნაწილი იყო პატარა და თუ ის მამამისისათვის გაიღებდა ღვიძლის მარჯვენა ნაწილს, მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, მარცხენა ნაწილი ვერ იქნებოდა მისთვის საკმარისი.
 
ერთდროულად ჩატარებული ოპერაცია

იამან თოქათმა და მისმა გუნდმა ორივე ოჯახს შესთავაზა ღვიძლის “გაცვლა“. მაკი იფსეფთელის მარცხენა პატარა ღვიძლი საკმარისი იყო ნაზისთვის, ხოლო სონგულ ქარაიანიქის დიდი მარცხენა ღვიძლი - კოსტანტინ იფსეფთელისათვის. ისინი დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას. ოპერაციები დონორებსა და პაციენტებზე ერთდროულად ჩატარდა 10 აპრილს. ორივე ღვიძლი გადაენერგა ახალ მფლობელებს. დონორები საავადმყოფოში ერთი დღით დარჩნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მალე უკეთ იყვნენ.  ხოლო პაციენტები ოპერაციიდან სამი კვირის მერე დაბრუნდნენ სახლში.  

ურთიერთგაცვლილი ღვიძლის ტრანსპლანტაცია 

იამან თოქათი: „ურთიერთგაცვლილი ღვიძლის ტრანსპლანტაცია არის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა სისხლის ჯგუფის თავსებადობა მოხდეს იმ დონორებსა და ბენეფიციარებს შორის, რომლებიც არათავსებადი არიან ერთმანეთთან და რომელთაც აქვთ მსგავსი პრობლემები. ისტორია, რომელიც ზემოთ მოგითხრეთ არის უპრეცენდენტო არა მხოლოდ თურქეთში არამედ მთელს მსოფლიოში. იმის გამო რომ ადამიანები არ იცნობენ ერთმანეთს და არ იციან, რომ მათ მსგავსი პრობლემები აწუხებთ, ორგანოს გამოჩენის მოლოდინში იღუპებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით ქვემოთ მოცემული ვებგვერდი, სადაც დარეგისტრირება ნებისმიერს შეუძლია: http://www.swaptransplantation.com/

შანსი, რომლითაც ცუდი იღბალი დავამარცხეთ

სონგულ ქარაიანიქი: „ეს იყო ჩემი შვილის გადარჩენის  ერთადერთი შანსი. ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ იყო მასთან სისხლის ჯგუფით თავსებადი. მე არ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ჩემი ღვიძლი ვიღაც სხვას, უცხოს მივეცი. ჩემი სინდისი სუფთაა. დღეს ჩვენ გვაქვს საუბრები იფსეფთელის ოჯახის წევრებთან და დაინტერესებულნი ვართ ერთმანეთის პაცინეტების ჯანმრთელობის მდგომარეობით.“

მაკი იფსეფთელი: „საფიქრალი აღარაფერი იყო. ღვიძლის ურთიერთგაცვლა იყო შანსი გაგვემარჯვებინა ცუდ იღბალზე. ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებდა -  ჩვენივე პაციენტების კეთილდღეობა.  ოპერაციის ჩატარებით შევძელით მიზნისათვის მიგვეღწია. ჩვენ გავიმარჯვეთ“. 

Tarih 02.12.2016 editor@florence.com.tr
Paylaş
მსგავსი სიახლეები
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.