ბიოტექნოლოგიური პროდუქცია

ბიოტექნოლოგიური პროდუქცია

ბიოტექნოლოგიური პროდუქცია ჩაანაცვლებს წამლებს. მოლეკულური გენეტიკისა და პათოლოგიური კვლევების საშუალებით, სერიოზული მიღწევები გვექნება კიბოს მკურნალობაში

ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფოთა ქსელის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, ჯემშიდ დემიროღლუ აცხადებს, რომ 10 წლის შემდეგ „ბიოტექნოლოგიური პროდუქცია ჩაანაცვლებს წამლებს. მოლეკულური გენეტიკისა და პათოლოგიური კვლევების საშუალებით, სერიოზული მიღწევები გვექნება კიბოს მკურნალობაში.“
ბოლო პერიოდში, თურქეთში, ჯანდაცვის სფეროში სოლიდური ინვესტიციები განხორციელდა. აღნიშნული ინვესტიციები, მხოლოდ საავადმყოფოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე არ დახარჯულა, ამავდროულად, დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-ექსპერიმენტულ კვლევებს. გრუპ ფლორენს ნაითინგეილის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე და სტამბოლის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის საპატიო ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. ჯემშიდ დემიროღლუს თქმით : “მომავალ 10 წელიწადში სამედიცინო სფეროში ბევრი რამ შეიცვლება. დაინერგება ინდივიდუალური მკურნალობის პრაქტიკა,  გამაჯანსაღებელი მედიცინა და უჯრედულ-მოლეკულური სქემების გამოყენებით მრავალი დაავადების დამარცხებისა და მკურნალობის დაგეგმვის პრაქტიკა. 

11 მილიონი ევროს ინვესტიცია 

გრუპ ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფოთა ქსელის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე დემიროღლუ აღნიშნავს, ისინი ხელმძღვაანელობენ ე.წ. კლივლენდის კლინიკის მოდელით.  საინვესტიციო ჯგუფმა,  ე.წ. GMP (Good Manufacturing Practices) ლაბორატორიის გასახსნელად 11 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. პროფ. დოქტ. ჯემშიდ დემიროღლუს თქმით: “ჩვენ ვცდილობთ, პრაქტიკაში დავნერგოთ მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევები. სწორედ ამიტომ, ძირითად ინვესტიციას სამეცნიერო კვლევებში ვდებთ. კლივლენდის კლინიკა ოჰაიოს შტატში მდებარეობს, თუმცა იქ სამკურნალოდ ჩასული პაციენტების 95 % ოჰაიოს შტატის საზღვრებს მიღმა ცხოვრობს.  წელიწადში 1.5 მილიარდ დოლარს სწორედ სამეცნიერო და ექსპერიმენტულ კვლევებში აბანდებენ. ამავდროულად, იღებს სახელმწიფო დახმარებას.   ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა: უნივერსიტეტთან ერთად, ხელი შევუწყოთ მეცნიერულ წინსვლას და შესაბამისად, ჩვენი კვალიფიციური კადრების მუდმივად სიახლეების ძიების რეჟიმში ყოფნას. მედიკოსები მუდმივად უნდა იყვნენ ახალი სამეცნიერო მიღწევების საქმის კურსში. ჩვენ გვსურს, საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ თურქეთიდან თუ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან მოსულ პაციენტებს.“  
პროფ. დოქტ. ჯემშიდ დემიროღლუ შემდეგს ბრძანებს: “ჩვენ დავაარსეთ ლაბორატორია, რომელიც უცხოპლანეტელთა ლაბორატორიას მოგაგონებთ. აქ ჩატარებული კვლევების შედეგად, სერიოზული მეცნიერული მიღწევები გახდება კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი. ბიოტექნოლოგიური პროდუქცია ჩაანაცვლებს ტრადიციულ წამლებს. მედიცინა ძალიან შეიცვლება. მოლეკულური გენეტიკისა და პათოლოგიური კვლევების საშუალებით, სერიოზული მიღწევები გვექნება კიბოს მკურნალობაში. ამასთან, ჩვენ დავაარსეთ სამედიცინო ცენტრი, სტამბოლში, გებზეში, ტექნოპარკის ბაზაზე, სადაც გრანდიოზული სამეცნიერო კვლევები ტარდება.  აღნიშნული კვლევების წყალობით, მედიცინა უაღრესად განვითარდება.“

იზრდება უცხოელ პაციენტთა რიცხვი

2016 წელს ტურიზმმა სერიოზული დარტყმა განიცადა, თუმცა, მიუხედავად ამისა, უცხოელ პაციენტთა რიცხვი გაიზარდა. პროფ. დოქტ. ჯემშიდ დემიროღლუს თქმით, საავადმყოფოში სამკურნალოდ შემოსული პაციენტების 25 %-ს სწორედ უცხოელი მოქალაქეები შეადგენენ.  მათგან, უმრავლესობა არის აზერბაიჯანის, საქართველოსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების მოქალაქეები. პაციენტები ცვენს საავადმყოფოს მომართავენ როგორც მსუბუქი პროცედურების, მაგალითად თმის გადანერგვის თხოვნით, ასევე სერიოზული ოპერაციების, მაგალითად, კიბო, ორგანოთა გადანერგვა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ორთოპედია და სხვ.  
გრუპ ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფოთა ქსელის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე დემიროღლუ აღნიშნავს, ისინი ხელმძღვანელობენ ე.წ. კლივლენდის კლინიკის მოდელით.  
ახალი საავადმყოფო ათაშეჰირში გაიხსნა
ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფოთა ქსელის მეწილეებმა, ჩაღლაიანში გახსნეს სტამბოლის ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფო, რომელიც ეკოლოგიური პირობების დაცვით იქნა აშენებული. ამას მოჰყვა, ქიზილთოფრაქში, ქადიქოის ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფოს ექსპლოატაციაში გაშვება, შემდეგი იყო გოქთურქის ფლორენს ნაითინგეილის სამედიცინო ცენტრი. ბოლოს კი, ათაშეჰირის ფლორენს ნაითინგეილის საავადმყოფო.  საინვესტიციო ჯგუფი გეგმავს, 2020 წლისთვის, საავადმყოფოთა ქსელში იყოს 1000 საწოლიანი სამედიცინო დაწესებულება. 

ინვესტორთა ჯგუფი მუშაობს კლივლენდის კლინიკის მსგავს სპეციალურ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ახალი საავადმყოფო აღჭურვილი იქნება სატელიტური სამედიცინო დანადგარებით. ჯგუფი მიზნად ისახავს, სტამბოლის ცენტრი აქციოს სამედიცინო ტურიზმის ცენტრად. ათაშეჰირის საავადმყოფოს საერთო ღირებულება 100 მილიონ ლირას მიაღწევს. 

Tarih 08.11.2017
Paylaş
მსგავსი სიახლეები
გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.