ნეიროუროლოგია


ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოების ნეიროუროლოგიური და ფუნციონალური უროლოგიის ცენტრებს აქვთ შესაძლებლობა ფართო სპექტრის  სამედიცინო მკურნალობას მიმართოს შარდის პრობლემებთან მიმართებით.

ცენტრი პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა მეთოდს არა მხოლოდ ამა თუ იმ დაავადების დიაგნოსტირების კუთხით, არამედ მკურნალობის ეტაპზე. კერძოდ: შარდის ბუშტის ბოტულის ტოქსინის აპლიკაციები, პაციენტებისათვის უკუკავშირის გაცემის ტექნიკა, ყველა სახის შარდის შეუკავებლობის პროცედურა, ხელოვნური სფინქტერის ჩანერგვა, პროსტატისა და ურეთრას (შარდსადენი მილი) ოპერაციები, პერიფერიული ნერვის სიმულაციები. 

ქალების დაახლოებით ორ მესამედს აწუხებს შარვასთან დაკავშირებული პრობლემები პუბერტაციის ასაკიდან ხანდაზმულობამდე პერიოდს შორის. მსგავსი პრობლემები ყოველ მეორე მამაკაცს 45 წლიდან აწუხებს. აღნიშნულ პრობლემებს შორის არის: შარდის შეუკავებლობა, ხშირი შარდვა და წვა, გაძნელებული შარდვა, შარდის სუსტი ნაკადი, წვეთ-წვეთად შარდვა, უნებლიე შარდვა განსაკუთრებით ღამის საათებში, ნევროლოგიური დაავადებების გამო შარდვის გამოყოფის გართულება, შარდვის კონტროლის არასებობა ხველის ან/და ცხვირის დაცემინების დროს. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მკურნალობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე თუ რა არის მათი გამოწვევი მიზეზები. ნეოროუროლოგია არის ოროლოგიის ქვეგანაყოფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ პრობლემებს და წარმართავს შესაბამის მკურნალობას. 

შარდვასთან დაკავშირებული დარღვევები არის არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემა, არამედ ძირითადი სოციალური და ფსიქოლოგიური საკითხი; სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის მიდგომები ზრდის ინდივიდების სოციალური ადაპტირებას და მათი ცხოვრების ხარისხს, ასევე ხელს უწყობს არსებული პრობლემების კორექციას



გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.