კომპლექსური გამოკვლევა


საერთაშორისო პაციენტთა ცენტრი საერთაშორისო ავადმყოფებს და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს ორგანიზმის სრული გამოკვლევის (Check-Up) ეფექტურ და ხარისხიან პროგრამას, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.

ჯანმრთელობა არ ნიშნავს მხოლოდ დაავადების არ არსებობას. ავადმყოფობა ან დაავადება შეიძლება იყოს ფარული და მისი არსებობა აღმოჩნდეს ჩვენთვის მოულოდნელი. ორგანიზმის სრული სამედიცინო გამოკვლევის (Check-Up) პროგრამის მიზანი გახლავთ ადრეული გამოაშკარავება და დიაგნოსტირება რომელიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში.

სრული სამედიცინო გამოკვლევა (Check-Up) არის უახლესი ტექნიკის გამოყენების და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ნათელი და მარტივი პროგრამა.

ექიმი დეტალურად ავსებს ავადმყოფის ისტორიას, რის შემდეგაც პაციენტი გადის ძირითად შემოწმებას, რომელიც შეიცავს: სისხლის ანალიზს, რენტგენს, ელექტროკარდიოგრამას, ულტრასონოგრაფიას და სხვა გამოკვლევას. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ტრედმილით დატვირთვით ტესტი, ავადმყოფმა შეიძლება მიიღოს გინეკოლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაციაც.

ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღწერილია მარტივ ენაზე. პრევენციული და სამკურნალო ნაბიჯები განხორციელებულია დაუყოვნებლივ.

ინდივიდუალური პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა პაკეტები.



გსურთ იყოთ ინფორმირებულნი?
florence nightingale hastanesi

ყველა უფლება დაცულია. © 2016 წელი. ფლორენს ნაითინგელის ჯგუფის საავადმყოფოები.

ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება მიზნად არ ისახავს ჩაანაცვლოს ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო რჩევა, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ.